აღმაშენებლის გამზირზე დაპირისპირება იყო. ჩხუბის დროს ერთ-ერთმა ადამიანმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა.
ფორმულას ინფორმაციით, ნასვამმა კაცებმა ჩხუბი დაიწყეს კვების ობიექტის მზარეულთან, შემდეგ კი დირექტორთან.
როგორც თვითმხილველებმა ფორმულას უთხრეს, დაპირისპირება დაახლოებით 15 წუთს გრძელდებოდა, თუმცა ადგილზე პოლიცია არ გამოჩენილა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება ძგუფური ძალადობის მუხლით დაიწყო.